ქეთის სამხატვრო სტუდია
აღმოაჩინე ხელოვანი საკუთარ თავში!

შეისწავლე ჩვენთან ერთად:
ხატწერა;
ხატვა-ფერწერა;
ძერწვა-აპლიკაცია

რა ასაკისაც არ უნდა იყო, ნუ გადადებ ოცნებების ასრულებას ხვალისთვის, შემოგვიერთდი! აღმოაჩინე შენი ფარული ნიჭი, ან უკვე არსებული განავითარე და შეივსე ის სიცარიელე, რომელიც ამდენი ხანია მოსვენებას არ გაძლევდა!
გზა ოცნებიდან რეალობამდე...
ყველა ჩვენგანს განსხვავებული ისტორია აქვს, განსხვავებული ინტერესებითა და გამოცდილებებით; განსხვავებული ნიჭით და მიდრეკილებებით, მაგრამ ერთი რამ მაინც საერთო გვაქვს: ყველას გვინდა ვიყოთ შემოქმედი. ასეა შექმნილი ადამიანი უზენაესისგან!!!
ბევრი ჩვენგანი ეძებს... ეძებს და სანამ თავის შინაგან სამყაროში მიძინებულ ნიჭს არ განავითარებს, მოსვენებას ვერ პოულობს. ამ ძებნაში დრო სწრაფად გადის... უმართლებთ იმ პატარებს, რომელთა მშობლებმაც უკვე იციან, რომ პიროვნების აღზრდა და ჰარმონიული განვითარება შეუძლებელია ხელოვნებასთან მისი ზიარების გარეშე!
რა ასაკისაც არ უნდა იყო, ნუ გადადებ ოცნებების ასრულებას ხვალისთვის, შემოგვიერთდი, აღმოაჩინე შენი ფარული ნიჭი, ან უკვე არსებული განავითარე და შეივსე ის სიცარიელე, რომელიც ამდენი ხანია მოსვენებას არ გაძლევდა!
ჩვენი მიზანია:
ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლით პიროვნების ფარული ნიჭის აღმოჩენა ან უკვე არსებულის განვითარება;
რაც ამ კუთხით თვითგამოხატვისა და თვითრეალიზაციის საუკეთესო საშუალებაა!

უფრო კონკრეტულად:
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების შესწავლა მოსწავლეს უვითარებს:

შემოქმედებითი აზროვნების უნარს;

წარმოსახვის, გემოვნებისა და კრიტიკული აზროვნების უნარებს;

სივრცითი წარმოდგენების, დაკვირვების, მხედველობითი მეხსიერების უნარებს;

ასევე ხელის მოტორიკას, პრაქტიკული უნარ–ჩვევების შეძენას და

კიდევ მრავალ თვალნათლივ შესამჩნევ თვისებებს, რომ არაფერი ვთქვათ იმ სულიერი სიცარიელის შევსებაზე, რასაც ჩვენთან მოსვლამდე განიცდიდნენ მოსწავლეები!
შემოგვიერთდი და შეისწავლე
ხელოვნების უნივერსალური ენა! გაილამაზე ცხოვრება ჩვენთან ერთად!


* * *
პიროვნების აღზრდა და ჰარმონიული განვითარება შეუძლებელია ხელოვნებასთან მისი ზიარების გარეშე!

ჩვენი სტრატეგია
1
პრაქტიკა
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის მიზანმიმართულად შერჩევა და გამოყენება საკუთარი ჩანაფიქრის და იდეის განსახორციელებლად
2
თეორია
მოსწავლემ უნდა შეძლოს ქართულ თუ მსოფლიო ხელოვნებასა და ხელოვნების მოღვაწეებზე მსჯელობა
3
ღონისძიებებში მონაწილეონა
მოსწავლემ უნდა მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა გამოფენებში, კონკურსებსა და მსგავს ღონისძიებებში. (თეორიასა და პრაქტიკაში მიღებული ცოდნის შემაჯამებელი ნაწილი)
ხატვის განსაკუთრებული როლი ადამიანის ცხოვრებაში
საგანძური საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
დაგვიკავშირდით

Phone: +48 669476291
Viber: +995 599472800
Facebook: Qeti's Art Studio - ქეთის სამხატვრო სტუდია
E-mail: qetevan@ymail.com
http://qetisstudio.tilda.ws/
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website