Facebook: Qeti's Art Studio - ქეთის სამხატვრო სტუდია

მოცემული დოკუმენტი არის შპს „მუშთაიდის კ/დ პარკში" არსებული „ქეთის სამხატვრო სტუდიის" ხელშეკრულების დადების შეთავაზება ყველა იმ პირისთვის, ვინც გამოხატა ზემოაღნიშნული სტუდიის პროგრამების შეძენის სურვილი ინტერნეტის მეშვეობით.

მოცემული ხელშეკრულება იდება ელექტრონულად (ინტერნეტის მეშვეობით), არ საჭიროებს ორმხრივ ხელმოწერას და ძალაში შედის პროგრამების საფასურის მთლიანად ან ნაწილობრივ გადახდის მომენტიდან.

ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა

ერთის მხრივ „ქეთის სამხატვრო სტუდიამ", წარმოდგენილი მისი ხელმძღვანელის სახით „მ/მეწარმე ქეთევან მაჭავარიანი“, შემდგომში „შემსრულებელმა" და მეორეს მხრივ „დამკვეთმა", დადეს მოცემული ხელშეკრულება.


მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი:

1. ხელშეკრულების საგანია: „შემსრულებელმა" უზრუნველყოს „დამკვეთის" მიერ შეძენილი პროგრამის მიწოდება.
2. „დამკვეთი" ვალდებულია სრულად გაეცნოს მის მიერ შერჩეული პროგრამის შესახებ ინფორმაციას „შემსრულებლის" ინტერნეტ რესურსებზე (საიტი, ფეისბუქის გვერდი).


მუხლი 2. ანგარიშსწორების ფორმა და ოდენობა

1. „დამკვეთის" მიერ შერჩეული პროგრამის საფასურის გადახდა ხდება წინასწარ, სრულად ან ეტაპობრივად, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
2. გადახდილი საფასურის დაბრუნება „შემსრულებლის" მხრიდან არ ხორციელდება, თუ სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული კონკრეტული პროგრამის ფარგლებში და ასახული შესაბამის ვებგვერდზე.


მუხლი 3. დავების გადაწყეტა

1. სადაო საკითხებს მხარეები გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლოს მეშვეობით.
2. ყველა დავა განიხილება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 4. ხელშეკრულების მოქმედება

1. პროგრამების საფასურის გადახდა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით მოცემული ხელშეკრულების პირობებს.

.
შეძენილი პროგრამის მისაღებად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, გამოგვიგზავნეთ გადახდის ქვითარი და ჩაერთეთ პროგრამაში
„Facebook“-ზე გადასვლა
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website